ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


10 October 2017
ახალი ტიპის ინოვაციების ცენტრის გახსნა

10 ოქტომბერს, სქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ა. ჯეჯელავამ და რექტორმა კ. თოფურიამ საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი - Startup Factory - ი გახსნეს.

Startup Factory  პირველი პროექტია საქართველოში, რომელიც ხორციელდება კერძო სექტორის მიერ. იგი აქტიურად შეუწყობს ხელს სტუდენტებს, აბიტურიენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს განავითარონ, განახორციელონ და წარმატებულ ბიზნესად აქციონ საკუთარი იდეები. საქართველოს უნივერსიტეში უკვე შეიქმნა საინვესტიციო ფონდიც, სტარტაპების დასაფინანსებლად.

ცენტრი გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ინკუბატორებთან და აქსელერატორებთან, პერსპექტიული პროექტების ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე გატანის მიზნით.პროექტის პარტნიორთა სიაშია მსხვილი კერძო კომპანიები, მათ შორის ბანკები.

განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ Startup Factory არის ძალიან კარგი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიების ჩამოყალიბებას და ზოგადად, განავითარებს თვითდასაქმების ტენდენციას.

რექტორის თქმით, საქართველოს უნივერსიტეტი აქამდე ცნობილი იყო დასაქმებულ კურსდამთავრებულთა უმაღლესი სტატისტიკური მაჩვენებლით. ახლა კი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები შეძლებენ თავად გახდნენ დამსაქმებლები.

ინოვაციების ცენტრის პრეზენტაციას დაესრო კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, აბიტურიენტები და აკადემიური პერსონალი.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი